
კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს და ჩვენი მოვალეობაა, ცოტა რამ მაინც ვიცოდეს მის შესახებ.
კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში”.
შეიძლება ითქვას, რომ ლუმიერებს ნამდვილად გაუმართლათ. ყველა აღმოჩენას, ყველაზე უბრალოსაც კი, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს.

მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი. ასეთი პატენტი, არანაკლებ სრულყოფილი, სხვა ავტორებსაც ჰქონდათ და სწორედ ეს ხდის სადავოს ლუმიერების კინემატოგრაფის ავტორებად გამოცხადებას. მიუხედავად ამ დავისა, ჯერჯერობით კინემატოგრაფიის ისტორიის დასაწყისი სწორედ მათ უკავშირდება.
ლიუმიერებს თავიდან არც უფიქრიათ, რომ მათი გამოგნება ხელოვნების ახალი დარგი იყო. ისინი კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ.
ილუზიონისტური თეარის მფლობელმა, ჟ. მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ ხოლმე.

კინოხელოვნება თავდაპირველად უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას იწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმვალობაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, რომელიც 1958 წელს დაასახელეს, 9 მუნჯი ფილმი იყო.
მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შეწმნილა. კინოს დაბადების (1895 წ) შემდეგ დიდმა დრომ გავლო და 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, დ. გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში.

1914 წელს, დ. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადება” ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა უერთიერტობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასე დაედო სათავე კინოს ახალ სახეობას – ხმოვან კინოს.
საინტერესოა, რომ აპარატი, როომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს ი.ლოსტმა გამოიყენა, თუმცა ვერ ხდებოდა მისი გამოყენება, რადგან ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. ამიტომ, ხმამ ცოტა დააგვიანდა და ,,დიდი მუნჯი” 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ხმის გამოგონება თავდაპირველად ცუდად იქნა აღქმული. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე განაგრძობს წინსვლას.

კინომატოგრაფიაში პირველი კომერციულად წარმატებული ფერადი ფილმი 1906 წელს ბრაიტონში მცხოვრებმა ჯორჯ სიმტმა წარმოადგინა. მის ტექნოლოგიურ მეთოდს “კინემაკოლორი”ეწოდებოდა. პირველი კომერციული პრეზენტაცია 1909 წელს ლონდონში გაიმართა.
თანამედროვე ტექნიკა კინოს სფეროში
პროფესიული კინო, როგორც წესი, წამში 24 კადრს მოიცავს და ეს საკმარისია უწყვეტი მოძრაობის ილუზიის შესაქმნელად. არაპროფესიული ფილმები ხშირად იღება ციფრული პორტატიული კამერით, რომელიც ჩაწერას ციფრული ფორმით, კინოფირზე, მინი-DVD -ზე ან ფლეშ-მეხსიერებაზე ახდენს. ციფრული აპარატებით გადაღებული კადრები უამრავი პროფესიული ფილმისათვის გამოიყენება, თუმცა კინომატოგრაფიის უდიდესი ნაწილი ისევ ცელულოიდის კინოფირებზე იღებს, რომელთა სტანდარტული სიგანე 35 მილიმეტრს შეადგენს.
პროფესიული კინო, როგორც წესი, წამში 24 კადრს მოიცავს და ეს საკმარისია უწყვეტი მოძრაობის ილუზიის შესაქმნელად. არაპროფესიული ფილმები ხშირად იღება ციფრული პორტატიული კამერით, რომელიც ჩაწერას ციფრული ფორმით, კინოფირზე, მინი-DVD -ზე ან ფლეშ-მეხსიერებაზე ახდენს. ციფრული აპარატებით გადაღებული კადრები უამრავი პროფესიული ფილმისათვის გამოიყენება, თუმცა კინომატოგრაფიის უდიდესი ნაწილი ისევ ცელულოიდის კინოფირებზე იღებს, რომელთა სტანდარტული სიგანე 35 მილიმეტრს შეადგენს.
სატელევიზიო კომპანიების მიერ მოხმარებული ფილმების სტანდარტია 16 მილიმეტრი. განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩევა ფართო ეკრანიანი 65-მილიმეტრიანი ფილმები. ჩვეულებრივ ფილმის გადაღება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი და ძნელი საქმე უკვე სამონტაჟო ოტახში კეთდება. მონტაჟის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფილმის კადრები იშვიათად არის გადაღებული იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას ფილმის სიუჟეტი გულისხმობს. ფულისა და დროის დაზოგვის მიზნით, ერთსა და იმავე ადგილას გადასაღები კადრები, როგორც წესი, სხვა ადგილას გადასვლამდე სრულდება. ზოგიერთი კადრის გადაღება რამდენჯერმე ხდება, სანამ ფილმის რეჟისორის მოსაწონი შედეგი არ მიიღწევა. კადრების უმეტესობის გადაღება ერთი და იმავე კმაერით მიმდინარეობს. ამას ემატება გვერდითა კუთხიდან გადაღებული იგივე სცენები. ზოგიერთი სცენის გამეორება საკმაოდ ძნელია, ან საერთოდ შეუძლებელია. ასეთი შემთხვევებისათვის, დამატებით, მეორე კამერა გამოიყენება. სხვადასხვა კადრების ერთად თავმოყრას, სწორი თანამიმდევრობით დალაგებას, სპეციალური ეფექტებისა და მუსიკალური ფონის დადებას, კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება. ფილმის ხმოვანი კომპონენტების ფონოგრამები ერთ საერთო ფირზე იწერება და მიიღება ეგრეთ წოდებული სამუშაო ეგზემპლარი, რომელიც ორ ფირზეა მოთავსებული. ერთზე გამოსახულებაა, მეორეზე კი – ფონოგრამა.
No comments:
Post a Comment